ეს ალბომები , სამუშაო ფორმები და პოსტერები აერთიანებს ციფრულ სასწავლო მასალებს, რომლებიც განკუთვნილია სსსმ მოსწავლეებისათვის, მაგრამ მათი გამოყენება შესაძლებელია ტიპური განვითარების მქონე ბავშვებისა და მოსწავლეებისთვისაც. ასევე ამ ელექტრონულ რესურსებს თან ახლავს შინაარსის, მეთოდური და ტექნიკური გამოყენების ინსტრუქციები, ცალკე მასწავლებლებისთვის და ცალკე მოსწავლეთა მშობლებისთვის/მეურვეებისთვის. ალბომებში გაერთიანებულია რამოდენიმე თემა. გზამკვლევების მომზადების მიზანია ხელი შეუწყოს სსსმ მოსწავლეებთან მომუშავე მასწავლებლებს და სპეციალისტებს ბუნებისმეტყველების სწავლებაში. არსებული მასალების გამოყენება და ამ მასალების გაზიარება მშობლებისთვის სწავლა-სწავლების პროცესში საგანმანათლებლო პროცესს უფრო ფუნქციურსა და სახალისოს გახდის. რაც მთავარია, ბუნებისმეტყველების სწავლება, იმ სსსმ მოსწავლეებზე ორიენტირებული იქნება, რომლებიც ალტერნატიულ სასწავლო გეგმას იყენებენ.